თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა
თურქეთსა და სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.
ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრას თურქეთში 284 ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 300-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
რაც შეეხება სირიას, ქვეყანაში სულ მცირე, 237 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 639.
საერთო ჯამში ორივე ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 521-ა.
შეგახსენებთ, ძლიერი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე სირიაში, რომელიც მოსაზღვრე ქვეყანაა 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნეს ლიბანში, ღაზას სექტორიში, კვიპროსში.