თეგებით ძიება

წყნარი ოჯახი იყო, კონფლიქტის ხმა არასდროს გაგვიგია - რას ამბობენ ადგილობრივები, გორში მომხდარ მკვლელობაზე?

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ, რეხაში ყოფილმა პოლიციელმა, ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კაცი ხვთისო პეტრიაშვილია, იგი მეუღლესთან ერთად სოფელ რეხაში გორიდან საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ გადავიდა.

"იშვიათად ვხვდებოდით. წყნარი ოჯახი იყო. გორშიც აქვთ სახლი. ხან იქ მიდიოდნენ. კონფლიქტის ხმა არასდროს გაგვიგია“,- ამბობენ ადგილობრივები.

გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა