დღეს მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17:00 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.
პროცესზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარდგებიან და მოსამართლის გადაწყვეტილებაც სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, სასამართლო სხდომის პარალელურად "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მომხრეები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას აანონსებენ.