თეგებით ძიება

თურქეთში საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ? - უახლესი ინფორმაცია

საქართველოს საელჩოში და  სტამბოლში გენერალურ საკონსულოში, თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა. ამის შესახებ TIA.GE-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს.

"საქართველოს საელჩოში და  სტამბოლში გენერალურ საკონსულოში, თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, არანაირი შეტყობინება არ შესულა.საელჩოც და გენერალური საკონსულოც მუდმივ კონტაქტზე რჩებიან თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - უთხრეს  TIA.GE-ის საგარეო უწყებაში.

BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა