თეგებით ძიება

"ბედისწერას ვერ გაექცევი..." - რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ თურქეთის მიწისძვრაზე 2008 წელს?

სოციალურ ქსელში ვრცელდება წონასწარმეტყველ, ლელა კაკულიას 2008 წლის 20 ნოემბრის წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობდა, რომ თურქეთში დიდი მიწისძვრა მოხდებოდა.

"თურქეთში ვხედავ ისევ დიდ მიწისძვრას. წინმსწრები მოვლენებით ადვილი მისახვედრი იქნება, რომ ხალმა უნდა დატოვოს ეს ქალაქი, მაგრამ იფიქრებენ, პატარა ბიძგები იყო და მეტი არაფერიო. აი აქ შეცდებიან!

ასეა, ბედისწერას ვერ გაექცევი. თუმცა ვწინასწარმეტყველებ ამ მოვლენას, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ყურს მიღმა გაუშვებენ. როცა ასრულდება, მაშინ გაოგნდებიან, მაგრამ, რა? უამრავი ადამიანი იღუპება, ვხედავ. ძალიან მეცოდებიან, მაგრამ მათ ვერავინ უშველით. ამ გაფრთხილებასაც ვერ გამოიყენებენ...“ - აღნიშნულია გავრცელებულ პოსტში.

შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხვდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე სირიაში, რომელიც მოსაზღვრე ქვეყანაა. ბიძგები იგრძნეს ლიბანში, ღაზას სექტორიში, კვიპროსში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა