ცოლისა და სიდედრის მკვლელობის შემდეგ კაცმა შვილებს დაურეკა - რას ამბობენ ადგილობრივები?
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ, რეხაში ყოფილმა პოლიციელმა, ცოლი და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კაცი ხვთისო პეტრიაშვილია.
ადგილობრივების თქმით, გვიან ღამით გაიგონეს გასროლის ხმა. ადგილზე მისულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ.
ფაქტის შესახებ დაღუპულების შვილებს შეატყობინეს, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს. ახლობლები ერთადერთ ვერსიას განიხილავენ.
მომხდარის სავარაუდო მიზეზზე ადგილობრივებს საუბარი უჭირთ, თუმცა როგორც პეტრიაშვილის ერთ-ერთი ნათესავი ამბობს, ყოფილ პოლიციელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა კიდეც, თუმცა, ბოლო პერიოდში მედიკამენტების მიღება შეწყვიტა და ამიტომ, ადგილობრივების ვარაუდით, მკვლელობა და თვითმკვლელობა სწორად მძიმე ემოციური ფონის გავლენით შეიძლებოდა ჩაედინა.
ასევე, ახლობლები ჰყვებიან, რომ ცოლისა და სიდედრის მკვლელობის შემდეგ პეტრიაშვილმა შვილებს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო, შვილებმა კი პოლიციას მიმართეს. ვიდრე ადგილზე სამართალდამცველები მივიდოდნენ, ხვთისო პეტრიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.