"6 მაგნიტუდაც გვეყოფა საქართველოში" - რა საფრთეებზე საუბრობს გეოლოგი თურქეთის მიწისძვრის შემდეგ?
თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სოციალურ ქსელში. როგორც გეოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, ადამიანებს კლავს უხარისხოდ აშენებული შენობები და არა მიწისძვრები.
"მაგხელა რომ თბილისში ან ბათუმში მოხდეს, დომინოს ქვებივით წავწვებით. ღმერთმა დაგვიფაროს", - წერენ გეოლოგის პოსტის კომენტარებში მოქალაქეები.
როგორც გეოლოგმა სოციალური ქსელის მომხმარებელს განუმარტა, ს"აქართველოში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც საკმარისია".
შეგახსენებთ, რომ 6 ტებერვალს, თურქეთში 04.17 საათზე 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაშიც. ორივე ქვეყანაში სტიქიურ უბედურებას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.