თეგებით ძიება

ვუსამძიმრებ, თურქეთში დაზარალებულ ოჯახებს და მთელ ერს - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი მიწისძვრისგან დაღუპულების და დაშავებულების გამო. ვუსამძიმრებ დაზარალებულ ოჯახებს და მთელ ერს“,- წერს პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 323 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ათზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცველები და არმია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა