"2 დღის წინ ჰოლანდიელმა სეისმოლოგმა, ფრენკ ჰუგერბითსმა დაწერა, რომ მოსალოდნელი იყო ეს მიწისძვრა. აი, ამას ჰქვია მეცნიერება" - რას წერს ზურაბ ბატიაშვილი?
ექსპერტი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2 დღის წინ ჰოლანდიელმა სეისმოლოგმა, ფრენკ ჰუგერბითსმა დაწერა, რომ მოსალოდნელი იყო თურქეთში, ეს მიწისძვრა.
"2 დღის წინ ჰოლანდიელმა სეისმოლოგმა ფრენკ ჰუგერბითსმა დაწერა, რომ მოსალოდნელი იყო ეს მიწისძვრა.
თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად გამოიცნო მოსალოდნელი მიწისძრვრის ადგილიც და სიმძლავრეც.
აი ამას ქვია მეცნიერი, მეცნიერება და ზოგადად მეცნიერული პროგრესი (ხო, რუსეთუმეები გასაგონად, ეს პროგრესი დასავლეთში ხდება და არა "ერთმორწმუნეებში").
ასეთ შემთხვებში იმედის ნაპერწკალი ჩნდება ხოლმე, რომ ერთ დღესაც კაცობრიობა მივა იმ მომენტამდე, როდესაც წინასწარ ეცოდინება მიწისძვრის მოხდენის დროც, რითაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება", - წერს ბატიაშვილი.
თურქეთში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ 284 ადამიანი დაიღუპა და 2323 დაშავდა.