თეგებით ძიება

"მიწისძვრა ღამით დაიწყო, შეშინებულს გამეღვიძა, საუკუნე გრძელდებოდა, დაახლოებით 56 წამი, იმდენი ხანი, რომ ჩაცმა და მამაო ჩვენოს თქმა მოვასწარი" - რას წერს ნინო წილოსანი?

პოლიტიკოსი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1999 წელს, თურქეთში მიწისძვრა იყო, რა დროსაც ისიც ქვეყანაში იმყოფებოდა.

"1999 წელს, თურქეთში მოვხვდი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მიწისძვრის დროს.  ღამით დაიწყო, შეშინებულს გამეღვიძა, საუკუნე გრძელდებოდა,  დაახლოებით 56 წამი, იმდენი ხანი რომ ჩაცმა და მამაო ჩვენოს თქმა მოვასწარი .. მერე იყო პანიკა, გადადებული რეისები, აეროპორტში საათობით ჯდომა და პერიოდული მიწისძვრის ბიძგები, შიში.. ეს იყო ყველაზე საშინელი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, რომლის გადალახვა ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა...

დღეს თურქეთსა და სირიაში მომხდარმა ტრაგედიამ განსაკუთრებით შემძრა, კიდევ ერთხელ გამახსენდა სტიქიის წინაშე როგორი უძლურები ვართ", - წერს წილოსანი.

შეგახსენებთ, დღეს, გამთენიისას 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხვდა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ასევე სირიაში, რომელიც მოსაზღვრე ქვეყანაა. ბიძგები იგრძნეს ლიბანში, ღაზას სექტორიში, კვიპროსში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა