ვინ არის ქართველი, რომელიც თურქეთში მიწისძვრას ემსხვერპლა? - ემიგრანტის ვინაობა ცნობილია
თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. სტიქიის შედეგად 67 წლის ნანი ზარანდია ემსხვერპლა.
სენაკელი ქალი ემიგრაციაში 12 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ემიგრანტი ქალი კი ნანგრევებში მოჰყვა.
ცხედარი პროზექტურაშია დასვენებული. ოჯახის წევრების ინფორმაციით, გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვლის დილას თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, როს შედეგადაც ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ასობით შენობა დაინგრა.