თეგებით ძიება

თურქეთში მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყებაში tie.ge-ს განუცხადეს.

"თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შემოვიდა შეტყობინება მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალქის გარდაცვალების შესახებ. საელჩოს თურქეთის  ქ. ანთაქიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ო.ც. გარდაცვალების შესახებ თვითმხილველმა აცნობა.  

საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში მყოფი საქართველოს  მოქალქეების თაობაზე ინფორმაციის მიღების და მათი დახმარების მიზნით. საელჩო ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ათასობით ადამიანი დაიღუპა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა