თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 4 300-ს სცდება
თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4 300-ს სცდება. ხოლო, მხოლოდ თურქეთში, სტიქიის მსხვერპლთა რაოდენობა 2,921-მდეა გაზრდილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
თურქული გამოცემა Andalou Agency-ს ცნობით, სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა ქვეყანაში 15,834-ს სცდება.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.