"ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თამჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს და საგანგებო რეჟიმზე გადადის.
პარტიის თავმჯდომარემ რეგიონებში პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ დღეს ის ყველას დედაქალაქში ელოდება. აქცია მთავრობის კანცელარიასთან, 17:00 საათზეა დანიშნული.
"საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი“ - ამბობს ხაბეიშვილი.