"საქართველოდან თურქეთში წასული ემიგრანტი ქალები მიწისძვრისგან მორყეულ სახლებში რჩებიან და შეშინებულ მოხუცებს არ ტოვებენ..." - ქალების გმირობა
თურქეთსი მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ემიგრანტი ქართველი ქალების გმირული მოქმედების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"საქართველოდან თურქეთში მოხუცების მოსავლელად წასული ემიგრანტი ქალები მიწისძვრისგან მორყეულ სახლებში რჩებიან და შეშინებულ მოხუცებს მარტო არ ტოვებენ. ერთი ქალი ყვებოდა, როგორ ეხვეწებოდნენ მეზობლები სახლიდან გამოსულიყო, რადგან ის ახალგაზრდაა და ცხოვრება წინ აქვს, მაგრამ საყრდენ კედელს მიყუდებული სახლიდან ფეხს არ იცვლიდა, სინდისი არ მიშვებსო. ქალების მიერ შესრულებულ ზრუნვისა და ემოციურ შრომას საზღვრები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით არ გააჩნია. ის ნაციონალურ და პიროვნულ საზღვრებს სცდება და ზრუნვის ისეთ ფორმად გვევლინება საკუთარ სიცოცხლესაც რომ დათმობს", - წერს თამთა ხალვაში ფეისბუქზე.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრები მოხდა, რასაც ათასობით ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა.