"ეს საშინელი ამბავი რომ, გავიგე ჩემს დას ირინას ვერ უკავშირდებოდნენ, რომელიც სწორედ მიწისძვრის ეპიცენტრში იმყოფებოდა..." - რა კადრებს ავრცელებს ქეთა ატენელი თურქეთიდან?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი ათანელი თურქეთში, მიწისძვრის ეპიცენტრში მყოფი დის შესახებ სოციალური ქსელის ემოციურ პოსტს წერს და ადგილზე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს.
"თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო დღეს საშინელი დღე მქონდა... დილით დის შვილმა დამირეკა ბათუმიდან და მისგან შევიტყვე ეს საშინელი ამბავი და რომ ჩემს დას, ირინას ვერ უკავშირდებოდნენ, რომელიც სწორედ მიწისძვრის ეპიცენტრში იმყოფებოდა... ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, როდესაც ლოდინი, რომ გამეგო დის ამბავი - საათობით გაგრძელდა.
მერე მომეშვა შიში, როდესაც დისგან შეტყობინება მივიღე - „გადავრჩით“ და თქვენ წარმოიდგინეთ არ მიფიქრია, რომ ის ისეთი საშინელი სიტუაციიდან გადარჩა, როგორიც ამ, მისივე გადაღებულ ვიდეოზეა აღბეჭდილი და რომელიც ეს წუთებია მივიღე... თავიდან დამეწყო ნერვიულობა, რომ ის მეტად სასიკვდილო სიტუაციაში ყოფილა...
ღმერთო, მადლობა, ამ სიხარულისთვის რასაც ახლა ვაცნობიერებ რომ და გადამირჩა!... მოვკვდებოდი ნამდვილად... ვიდეო ჩემი დის, ირინას გადაღებულია“ - წერს ქეთი ათანელი.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.