თეგებით ძიება

"თურმე ღმერთი შურისმაძიებელია და გადაწყვიტა, ჩვილი ბავშვებიც ნანგრევების ქვეშ მოაქციოს… აი, ეს არის ქართული მართლმადიდებლური გაგება…" - პეტრე კოლხი

მამა, პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში თურქეთში მომხდარ მიწისძვრაზე წერს და ზოგიერთი ადამიანის გამოხმაურებას აკრიტიკებს. სასულიერო პისი მუსულმანური სარწმუნეობის ადამიანებს თანადგომას უცხადებს.

"თურმე ღმერთი შურისმაძიებელია და ვინაიდან, აია სოფიაში წირვა აღარ ტარდება, ამიტომ გადაწყვიტა, რომ მიწისძვრის შედეგად, ჩვილი ბავშვებიც ნანგრევების ქვეშ მოაქციოს…

აი, ეს არის ქართული მართლმადიდებლური გაგება…. ასეთებს უწოდებენ ნამდვილ ქრისტიანებს…

ცოტა თუ დაფიქრდება იმაზე, იქნებ ეს 

არაადამიანური მიდგომა უფრო დამანგრეველია კაცობრიობის ფსიქიკისთვის, ვიდრე სხვა დანარჩენი…

საიდან ხართ ასეთი უღმერთო და გულგაყინულები… რატომ გაქვთ ასეთი პრეტენზია რწმენაზე…

სწორად რატომ არ კითხულობთ სახარებას…. რატომ ვერ იგებთ მოწყალე სამარიტელის იგავის აზრს… 

ეროვნული ნიშნით რომ შეერჩია სამარიტელს გზაზე დავარდნილი სნეული, სიკვდილისთვის გაიმეტებდა და ყურადღებას არ მიაქცევდა… 

რატომ არ გიჭირთ, პატარა, უმანკო ბავშვების მიწისძვრით სასტიკი მკვლელობა… 

რატომ აბრალებთ ამას ღმერთს, რელიგიას…

ეს სადიზმია, უდიდესი ბოროტებაა…

ასეთი აზროვნება-ერის დეგრადირების შედეგი და მართლაც უდიდესი სასჯელია… წესით ჩვენ უნდა გვარყევდეს მიწა, მანამდე ფსიქიკა აშკარად შეგვერყა…

მუსლიმებო, მე თქვენ მიყვარხართ… ამაყი ვარ, თქვენ რიგებში საოცრად კარგი მეგობრები მყავს… 

ღმერთი იყოს თქვენი, ჩვენი და დედამიწის მფარველი!..", - წერს სასულიერო პირი.

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრებს ათასობით ადამიანი შეეწირა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა