საპარლამენტო საქმიანობას „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს
„სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია ბოიკოტს აცხადებს.
პარტია საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს, ვიდრე ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდება სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ აპირებს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდმომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 6 თებერვალს განაცხადა.