თეგებით ძიება

9 თებერვალს საქართველოში მიწისძვრა იქნება? - სეისმოლოგი განმარტებას აკეთებს

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს 9 თებერვალს საქართველოში მიწისძვრა არის მოსალოდნელი, რის გამოც დღის პირველ ნახევარში ხალხმა შენობები უნდა დატოვოს.

როგორც სეისმოლოგი, გიორგი ბოიჩენკო განმარტავს, მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია.

„ამ ეტაპზე, მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, მით უმეტეს, გრძელვადიან პერიოდში, რამდენიმე დღეზე გათვლილი. რაც შეეხება მაგნიტუდის განსაზღვრას, ცოტა სასაცილოც არის. ასევე, თურქეთის მიწისძვრების მიბმა ჩვენს მიწისძვრებთან, ცოტა არასწორია. რა თქმა უნდა, გარკვეული ბმა არსებობს, იმიტომ, რომ რეგიონში დაახლოებით, ერთი გეოდინამიკური პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, ჩვენამდე რამდენიმე სტრუქტურაა, რომელზეც გეოდინამიკური დაძაბულობის კომპენსირება ხდება. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება და თქმა, მოხდება თუ არა ჩვენთან მიწისძვრა და თან ეგეთი სიმძლავრის, როგორიც თურქეთში მოხდა.

ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში დაკვირვება მიმდინარეობს და რამე განსაკუთრებული აქტივობა საქართველოს რეგიონში არ შეინიშნება", - განაცხადა სპეციალისტმა "პრაიმ-ტაიმთან" საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარმა მიწისძვრებმა 4000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა