"და-ძმამ 17 საათი გაატარა ნანგრევებში...10 წლის და თავზე ხელს აფარებდა თავის პატარა ძმას და ასე ცდილობდა მის დაცვას" - ემოციური ფოტო სირიიდან
ანალიტიკოსი, ზურა ბატიაშვილი სოციალურ ქსელში სირიელი ბავშვების ფოტოს აქვეყნებს და 10 წლის გოგოზე წერს, რომელიც ნანგრევების ქვეშ პატარა ძმის დაცვას ცდილობდა.
"სირიაში გადაარჩინეს ეს ანგელოზივით და-ძმა, რომლებმაც 17 საათი გაატარეს ნანგრევებში.
ამ ხნის განმავლობაში 10 წლის და თავზე ხელს აფარებდა თავის პატარა ძმას და ასე ცდილობდა მის დაცვას", - წერს ბატიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.