თურქეთში, ქალი 6 თვის ბავშვთან ერთად, 29 საათის შემდეგ ამოიყვანეს ნანგრევებიდან
თურქეთში 30 წლის ქალი, რომელიც ექვსი თვის შვილთან ერთად მიწისძვრის ზონაში, ნანგრევებში იყო მოყოლილი, მაშველებმა 29 საათიანი ძებნის შემდეგ, ცოცხლები იპოვეს.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა sozcu.com ავრცელებს.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.