თეგებით ძიება

ეს ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივა-მედიდან" წერილს ავრცელებს.

მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება და ქართველი ხალხი გულხელდაკრეფილი არ უნდა იყოს. 

"მადლობა ყველა პატიოსან ექსპერტს, მარიამ ჯიშკარიანის გუნდს, ყველა ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს, ზურაბ ვანიშვილს, ვალერი გელბახიანს, ამ დიდი უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. დიდი მადლობა ყველა პოლიტიკოსს სოლიდარობისა და ადამიანურობისთვის.

ეს ბრძოლა გაგრძელდება და ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი. დიდი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება და უკრაინასთან ერთად ყველა სწორი ძალა გაიმარჯვებს და ბოროტება დამარცხდება. მაგრამ ქართველები გულხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე განაჩენი გამოიტანა და ის პატიმრობაში დატოვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა