სამწუხარო ინფორმაცია - ახალი ამბებიუცხოეთითურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 432-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა კი, ქვეყნის ათ პროვინციაში 21 103-ს შეადგენს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ნანგრევებში მოყოლილი 8 000-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
თურქეთს ასევე დახმარებას უწევს 65 ქვეყანა. 14 მათგანიდან კატასტროფის ზონაში უკვე ჩავიდა 3 300-მდე მაშველი.