თეგებით ძიება

"მეჩეთად გადაკეთებული, შეურაცხყოფილი აია-სოფია აზანზარებს მიწის ქერქს..." - ხათუნა საგინაშვილი

ჟურნალ "ქვაკუთხედის" რედაქტორი, ხათუნა საგინაშვილი თურქეთში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას სოციალურ ქსელში პოსტით ეხმაურება, რომელსაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

"მეჩეთად გადაკეთებული, შეურაცხყოფილი აიასოფია აზანზარებს მიწის ქერქს...", - წერს ხათუნა საგინაშვილი.

"ეჰჰ, არავის შერჩენია მსგავსი საქციელი, ჯერ სად არიან;

გასაგებია მაგათი ცოდვები ,მაგრამ სამწუხაროთ ვერც ჩვენ ვართ სამაგალითო ქრისტიანები. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენთან რო მოხდეს მსგავსი გაუგონარი ტრაგედია დატრიალდება;

საერთოდ მორწმუნე ადამიანი სხვის რწმენასაც პატივს სცემს.ურწმუნოების ნახელავია მეჩეთად გადაკეთება ავიასოფიასი;

უფლის სახელითაა ეგ განაცხადი თუ მხოლოდ თქვენ ფიქრობთ ასე?", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები პოსტის ქვეშ.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრებს ათასობითა ადამიანი შეეწირა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა