საქართველოში -23 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა - რას ამბობს სინოპტიკოსი?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა აცხადებს, რომ 12 თებერვლიდან ყინვა გაძლიერდება.
"12 თებერვლის ღამის საათებში ყინვები გაძლიერდება. დედაქალაქში დაახლოებით 2-იდან 3 გრადუს ყინვაა მოსალოდნელი. რადგან ამხელა ამბავია ატეხილი -23 გრადუსზე, ვიტყვი, არ არის გამორიცხული, რომ იყოს 2.5 კილომეტრის ზედა ფენებში, სადაც უფრო მეტად დაუსახლებელი ტერიტორიებია", - აცხადებს დოდო გვაზავა.