თეგებით ძიება

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია დაიწყო. 

შეკრებილები სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლებენ. 

აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სამოქმედო გეგმას გაახმოვანებენ. 

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე განაჩენი გამოიტანა და ის პატიმრობაში დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა