თურქეთში ოჯახის 7 წევრიდან მაშველებმა მხოლოდ 1 ბავშვის გადარჩენა შეძლეს
თურქეთის ქალაქ ჰათაიში ოჯახის 7 წევრიდან, მაშველებმა მხოლოდ ერთი ბავშვის გადარჩენა შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა sozcu.com.tr ავრცელებს.
დაღუპულთა შორის 4 ბავშვია.
გამოცემა იუწყება, რომ ჰუილუღლუს ოჯახი მანამდე საუდის არაბეთში ცხოვრობდა, მაგრამ ისინი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კვლავ თურქეთში დაბრუნდნენ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.
რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.