რამ გამოიწვია თურქეთში მიწისძვრა? - მეცნიერების სპეციალური განმარტება
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) განმარტებით, თურქეთის ტერიტორია, სირიის საზღვართან მიწისძვრებისკენ არის მიდრეკილი, რადგან მდებარეობს დედამიწის ქერქის შემადგენელი სამი ტექტონიკური ფილის გადაკვეთაზე: ანატოლიის, არაბეთის და აფრიკის ფილების.
ამასთან, არაბეთის ფილა ჩრდილოეთით, ევროპის მიმართულებით მოძრაობს და ანატოლიის ფილას (რომელზეც თურქეთი მდებარეობს) დასავლეთით გადაადგილებას აიძულებს.
ცნობისთვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიის საზღვართან, უკიდურესად ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
სეისმომეტრის მონაცემები, რომელიც მიწისძვრის ტალღების გამომწვევ ბიძგებს ზომავს, მიუთითებს რომ მიწისძვრა 7,8-დან 10-მდე მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.
სეისმური ტალღები სენსორებმა მთელ მსოფლიოში დააფიქსირეს, მათ შორის, ბრიტანეთშიც კი.
მიწისძვრა მართლაც მასშტაბური იყო.
წყაროდნ, ანუ ეპიცენტრიდან ზემოთ წამოსული ენერგიით გამოწვეულმა რყევამ მოსახლეობას საზარელი შედეგები მოუტანა.
დაინგრა მრავალი შენობა, ორივე ქვეყანაში დაიღუპა სულ მცირე 5000 ადამიანი, ვრცელდება ცნობები გაზსადენების დაზიანებით გამოწვეული ხანძრების შესახებაც.