მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი გაიწვია
საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განჩინების მიხედვით, 2023 წლის 11 იანვარს სასამართლოში დარეგისტრირდა მთავრობის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ, რაც საქმის შეწყვეტის საფუძველი გახდა.
დავის საგანი იყო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციურობა.
შესაბამისად, მთავრობა ითხოვდა განმარტებას ინსტიტუციებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე.
„ქართული ოცნებაში“ ამბობდნენ, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის თუ დიპლომატიური წარმომადგენლის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
საკონსტიტუციოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განჩინებაში არ არის განმარტებული, რატომ მიიღო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება.