"იძულებული ვარ, შევწყვიტო ყველანაირი სახის მუსიკალური აქტივობა" - რას წერს გიორგი ცაგარელი?
მუსიკოსი, გიორგი ცაგარელი მუსიკალურ აქტივობას წყვეტს. გადაწყვეტილების შესახებ ცაგარელმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ჩემო ძვირფასო პუბლიკა,
არ მჩვევია პოსტების წერა, მაგრამ გადავწყვიტე, გაგიზიაროთ ჩემი სიტუაცია თუ მდგომარეობა:
ბევრი შინაგანი დინებების გამო, იძულებული ვარ, შევწყვიტო ყველანაირი სახის მუსიკალური აქტივობა.
(ამ ხნის განმავლობაში თქვენგან მიღებულმა სიყვარულით სავსე უთვალავმა გზავნილმა თუ პოზიტიურმა ენერგიამ, თავი ვალდებულად მაგრძნობინა, ეს ყველაფერი გამეზიარებინა თქვენთვის)
დიდი მალდობა თქვენ და ბოდიშს გიხდით!
და მაინც:
Let everything happen to you
Beauty and terror
Just keep going
No feeling is final
(Rainer Maria Rilke)", - წერს მუსიკოსი.