სერგეი ლავროვი მალის მთავრობამ დააჯილდოვა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მალის მთავრობისგან ეროვნული ორდენი მიიღო.
ლავროვს ორდენი „მალელი ერის საკეთილდღეოდ მუშაობისთვის“ გადაეცა.
„რუსეთის სახელით ლავროვმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რამაც მალის გადარჩენის საშუალება მისცა. ამ გადაწყვეტილებით შესაძლებელი გახდა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების გაძლიერება, რაც საამაყოა. რუსეთი, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი, ჩვენს ქვეყანას მხარს მუდმივად უჭერს“, - განაცხადა მალის საგარეო საქმეთა მინისტრმა.