ვისაც „ქართული ოცნება" ეგოიმებოდა, მინდა ბატონი ხაბეიშვილის მხარდამჭერობა და თანამებრძოლობა მივულოცო - დავით მაღრაძე
პოეტი, დავით მაღრაძე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმატრება და ამბობს, რომ იქ, სადაც პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობაა, დეპოლარიზაციაც არის, თუმცა გააჩნია, რა სიმძაფრით. ყველაზე ნაკლებად ეს საქართველოში იგრძნობა. ამის შესახებ მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„დეპოლარიზაციისკენ კი მოგვიწოდებენ, მაგრამ ესეც გადაჭარბებული მგონია – იქ, სადაც პოლემიკა და აზრთა სხვადასხვაობაა, დეპოლარიზაციაც არის, თუმცა გააჩნია, რა სიმძაფრით. ყველაზე ნაკლებად ეს საქართველოში იგრძნობა. საზოგადოებაში განხეთქილებას თან ახლავს მრავალათასიანი აქციები, რაც ჩვენში არ იმართება. ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი, როგორც თავად უწოდებდა მთავარი ოპოზიცია, “ნაცმოძრაობა” მარტივ მამრავლებად იშლება, რამდენიმე კაცი თუ ჰყავთ გვერდით, და ასეთი სიტუაციაში რომელ დეპოლარიზაციაზეა ლაპარაკი?! ვისაც “ქართული ოცნება” ეგოიმებოდა, მინდა ბატონი ხაბეიშვილის მხარდამჭერობა და თანამებრძოლობა მივულოცო, მათ ეს დაიმსახურეს“ – აცხადებს დავით მაღრაძე.