ცნობილი არქიტექტორი ქუთაისი მერიას საპატიო სიგელებს უბრუნებს
ქუთაისელი არქიტექტორი, ვახტანგ დვალიშვილი პროტესტის ნიშნად ქუთაისის მერიას, მისთვის სხვადასხვა დროს გადაცემულ ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო სიგელებს უბრუნებს.
არქიტექტორის თქმით, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის მშენებლობა არასწორად მიმდინარეობს.
დვალიშვილის განცხადებით, სიგელებს იმ შემთხვევაში დაიბრუნებს თუ მუზეუმის რეკონსტრუქცია სწორი მიმართულებით წარიმართება.