თეგებით ძიება

"სასაკლაოზე უშვებენ ხალხს! სასაკლაოზე!" - რა მიმართვას ავრცელებს სეისმოლოგი?

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე ავრცელებს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგების ამსახველ ერთ-ერთ ფოტოს, რომელშიც კაცს გარდაცვლილი შვილის ხელი უკიდია და წერს, რომ ტრაგედია მშენებლებისა და პოლიტიკოსების ბრალია.

"დეველოპერების, მშენებლების, მომხვეჭელების, თავზეხელაღებული ბანდიტების და უსინდისო, მორალისგან დაცლილი პოლიტიკოსების შედეგია ის, რასაც ამ სურათზე ხედავთ! “პოსლეზე” ცრემლები და თანაგრძნობა არავის სჭირდება! აქამდე არ უნდა მიიყვანოთ საქმე! მითუმეტეს, როდესაც მუდმივად გაფრთხილებენ! 

თურქეთმა 1999 წლიდან ბევრი რამ გამოასწორა, მაგრამ ხომ ხედავთ! სისტემურ ცვლილებებს დრო და მიდმივი მუშაობა სჭირდება. აქ, ოღონდ დღეს ფული იშოვონ, კისერზე მძიმე ოქროს ჯაჭვი ჯვრით დაიკიდონ, შავ “პრადოში” ჩასხდნენ! ოჯახის პარალელურად “ბარბი ნაშა” არჩინონ და სასაკლაოზე უშვებენ ხალხს! სასაკლაოზე!", - წერს სეისმოლოგი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა