თეგებით ძიება

"პატარ-პატარა მიწისძვრები უკეთესია, ვიდრე ერთი დიდი და ძლიერი მიწისძვრა" - რა განმარტებას აკეთებს სეისმოლოგი?

სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში განმარტავს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად უკეთესია პატარ-პატარა მიწისძვრები, ვიდრე ერთი დიდი და ძლიერი მიწისძვრა.

"ვცდილობ ნამახვანის კაშხლის აშენების მომხრეთა კორუპმირებულ “სასტავს”-ს და გიორგი მარგებაძის დარ “კარმუშკაზე”-ზე მჯდომ პაიკებს თავი არ გავუყადრო. არ ისვენებს. ჰოდა, იცოდეთ ვინაა. პირადად მოვიდა ჩემთან, ჰესს ვაშენებ გურიაში, ვინმე ირმა მიშლის და ადგილობრივი მოსახლეობა ხელსო, დამიდექი გვერდზე და კვლევებს შენ დაგიკვეთავო! შენი რომ დამიდგები შენი იმიჯით გვერდზე, მოსახლეობას გავაჩუმებო. ამას 300 ლარიანი თავისნაირი მსუბუქი ყოფაქცევის ვეგონე! მქრთამავდა. არავითარი კვლევა არ ჰქონდა ჩატარებული. სისულელეს აკეთებდა. 

ახლა ამ სქრინს “დაათრევს”. პატარა-პატარა მიწისძვრებზე . ჰო! 2 წიგნი რომ არ აქვს წაკითხული და ჯამური ენერგია რა არის აზრზე რომ არ არის! ავუხსნი ამ გაუნათლებელ ბანდიტებს! ერთი ძლიერი მიწისძვრის დროს ძალიან ბევრჯერ , უამრავჯერ მეტი ენერგია თავისუფლდება. მაგალითად, მაგნიტუდა 8-იანის დროს 32 ჯერ მეტი ენერგია თავისუფლდება, ვიდრე მაგნიტუდა 7-იანის დროს. ანუ 32 მაგნიტიდა 7-იანი უნდა მოხდეს, რომ მაგნიტუდა 8-ს გაუთანაბრდეს. ასეთი მიწისვრა როდესაც ხდება გაცილებით საშიშია, ვიდრე ჯავახეთის მიწისძვრები. ჯავახეთზე მთელი ეს ენერგია პორცია-პორციად გამოდის და მაშტაბურ ნგრევას არ იწვევს. 

კვადრატული განტოლების ამოხსნა არ იციან და 175 ჯერ ნაკლებ დატვირთვაზე აშენებდნენ ნამოხვანს, ვიდრე მოსალოდნელია! ეს ნაძირლები ესენი! 

მე რასაც ვამბობ, ეს ცნობილი, სამეცნიერო, შეთანხმებული თეზაა, ესენი ვითომ ღლიცინებენ ეს გონებასუსტები!

Irma Gordeladze შენზე მითხრა ? ვერ გიტანს!", - წერს გოდოლაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა