აფთიაქში შეიარაღებული პირი შეიჭრა - რა მოხდა ბათუმში?
ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე აფთიაქში შეიარაღებული პირი შეიჭრა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მამაკაცი სალაროდან თანხას ითხოვდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
მოახერხა თუ არა რაიმეს წაღება, უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ ეტაპზე, ბოროტმოქმედის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ამბობენ, რომ ფაქტზე მოკვლევა სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.