ჩემი შვილის დაკავება, ტელევიზიით გავიგე, შვილიშვილებს ვფიცავ არაფერი არ ვიცი, ძალიან ცუდად ვარ - რას ამბობს ბადრი ესებუას მამა?
"საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ ბადრის დაკავების ამბავი ტელევიზიით გაიგო. ამის შესახებ მან "პრაიმტაიმთამ" ისაუბრა.
"ჩემი მეუღლის ბიძაა ომიანე ჯიქია, რა თქმა უნდა ნათესავები ვართ...
ჩემი შვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ის ვიცი რაც ტელევიზიით გავიგე, სხვა არაფერი, შვილიშვილებს ვფიცავ არაფერი არ ვიცი, თუ დამიჯერებთ, ძალიან ცუდად ვარ“, - აცხადებს ტარიელ ესებუა.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა გამთენიისას დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.