თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისგან დაღუპულთა რაოდენობა 15 000-ს გადასცდა
თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15 ათასს გადასცდა. ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.
ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ თურქეთში 12 391 ადამიანია დაღუპული. სირიაში კი დაღუპულთა რაოდენობა 2 992-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.