"ამ კორპუსში იმყოფება საქართველოს მოქალაქე და ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი ამოყვანა" - რა ვიდეო ვრცელდება თურქეთიდან?
თურქეთის ქალაქ, გაზიანთეფში ამ დრომდე ეძებენ საქართველოს მოქალაქეს, ციცო პაკელანს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინო პაკელანი წერს.
"ამ კორპუსში (მეორე სართულზე)იმყოფება ციცო პაკელიანი და ამ დრომდე ვერ მოხერხდა მისი ამოყვანა. გთხოვთ დაგვეხმარეთ. გავაზიაროთ გთხოვთ", - წერს ნინო პაკელანი.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის მსხვერპლი უკვე 15 000-ს აჭარბებს.