გაცილებით რთული სიტუაციაა, ვიდრე ეკრანზე ჩანს - რას ყვებიან თურქეთში მცხოვრები ქართველები?
თურქეთში მცხოვრები ქართველები, რომლებიც მოხალისეებად მუშაობენ და ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ ამბობენ, რომ გაცილებით რთული ვითარებაა, ვიდრე ეკრანზე ჩანს.
ამის შესახებ ისინი "ტვ პირველთან" საუბრობენ.
მოხალისეების თქმით, სავადმყოფოები გადავსებულია, ამიტომ დაშავებულების ერთი ქალაქიდან მეორეში გადასაყვანად მინიმუმ 10 საათია საჭირო.
მიწისძვრის შედეგად განადგურებულ გაზიანტებში ამ დრომდე საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ. ემიგრაციაში წასული ქართველების კვალზე ჯერ-ჯერობით თურქი მაშველები ვერ გადიან. ბოლო ცნობებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 15 000 გადააჭარბა... მხოლოდ თურქეთში დაღუპულია 12 ათასზე მეტი ადამიანი.ორივე ქვეყანაში ერთად კი დაზარალებულია დაახლოებით 13 მილიონი მოქალაქე.
ზოგიერთ ქალაქში სამაშველო სამუშაოები უკვე დასრულდა. ახლა კი მოხალისეებთან ერთად მაშველებიც ტერიტორიას ნანგრევებისგან ასუფთავებენ. რთული ვითარება საავადმყოფოებშიც.