პირობას ვდებ, სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებები აქვს ჩადენილი.
მისი თქმით, სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება გამორიცხულია.
"ამდენი ადამიანი არ გაუმწარებია არცერთ პატიმარს, რამდენი ადამიანიც გაამწარა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს და მერეც, ამდენი ადამიანი დღეს ამ 9 ათასიდან არცერთ პატიმარს არ გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი. პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ გამორიცხულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "პირველი არხის" ეთერში.