თურქეთში, მიწისძვრიდან 79 საათის შემდეგ, ნანგრევებში მოყოლილი 2 წლის ბავშვი გადაარჩინეს (ვიდეო)
თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს ორი წლის ბავშვი, რომელმაც ნანგრევებში 79 საათი გაატარა.
ადგილობრივი გამოცემის sozcu.com ცნობით, თურქეთის გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ერზურუმის ჯგუფმა ბავშვს მას შემდეგ მიაგნო, რაც ერთ-ერთი შენობის ნანგრევებიდან ხმა მოესმათ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.
მიწისძვრის მსხვერპლი უკვე 15 000-ს აჭარბებს.