ბადრი თვალით არ მინახავს, სახლში შემოიპარა - რას ამბობს კაცი, რომლის სახლიდანაც ესებუა აიყვანეს?
კაცი, რომლის სახლიდან "საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებული, ბადრი ესებუა აიყვანეს აცხადებს, რომ ის თვალით არ უნახავს. ამის შესახებ ის "ტვ პირველტან" საუბრობს.
მისი თქმით, ბადრი მათ საცხოვრებელში მაშინ შეიპარა, როცა ოჯახის ყველა წევრს ღრმა ძილით ეძინა. შემდეგ კი, ესებუა მეზობლებმა შენიშნეს და პოლიციას აცნობეს.
"არ მინახავს, არ დავლაპარაკებივარ! არ ვიცი ჩვენ სახლში როდის მოვიდა, ყველას გვეძინა. ალბათ შემოიპარა.
სკამზე დამჯდარა, მერე ვიღაცამ ნახა, დაიჭირეს და წაიყვანეს, მე არც კი დავლაპარაკევივარ! პოლიცია გამთენიის ხუთ საათზე შემოვიდა, მე მაშინ მეძინა", - ამბობს ჯიქია.
პენსიონერი ბადრი ესებუასთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს, აცხადებს, რომ მძიმე ბრალდებით დაკავებულს ბაბუად ეკუთვნის.
ომიანე ჯიქიას თქმით, 34 წლის კაცი მის სახლში, წლების წინ, ერთადერთხელ მაშინ იმყოფებოდა, როცა ოჯახში ტრაგედია დატრიალდა და 80 წლის კაცს დიშსვილი დაეღუპა.
შეგახსენებთ, ბადრი ესებუა სამართალდამცველებმა 8 თებერვალს დააკავეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.