თეგებით ძიება

"ძალიან ტკბილი და საოცრად ლამაზი ხარ, მალე გათბები ჩემო პატარა...“ - მაშველების და ბავშვის ემოციური საუბარი (ვიდეო)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ბელა გომურაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მაშველები მიწისძვრის შედეგად გადარჩენილ ბავშვს ამშვიდებენ.

"მაშველები და ექიმები: გცივა? მკლავი გაუხსენით.. გცივა? ცოტა ხმადაბლა მეგობრებო, ასე არაფერი გამოვა. გაჩერდით..  ნება მომეცი შენს მკლავს შევხედო.. შენ ძალიან ტკბილი  და საოცრად  ლამაზი ხარ.. კანკალებს , სცივა.. მალე გათბები ჩემო პატარა..კარგი? წყალი ხომ არ გინდა? რაღაც გვინდა რომ გკითხოთ..

5 წლის ჰაზალი: არა, ჯერ ხომ უნდა გამსინჯოთ

მაშველები და ექიმები:  ჩვენო საყვარელო გოგო..როგორი ყოჩაღი ხარ.. ახლა მე შრატს გაგიკეთებ კარგი? ეს დაგეხმარება, რომ მოძლიერდე. რამდენი წლის ხარ? შეგიძლია გვითხრა ან გვაჩვენო? აბა შემომხედე

5 წლის ჰაზალი: 5 წლის ვარ

მაშველები და ექიმები:  სკოლაში დადიხარ? როგორი ყოჩაღი გოგო ხარ.

5 წლის ჰაზალი: 5 წლის ვარ და სკოლაში ჯერ არ შევსულვარ.

მაშველები: მაგრამ მალე დაიწყებ სკოლაში სიარულს. შემომხედე აბა, აქ რა არის? ხედავ ამას? თვლა იცი?. აბა შეხედე, რამდენი თითია აქ?

5 წლის ჰაზალი: ორი, ახლა უკვე ოთხი

მაშველები და ექიმები:  შენ რა ყოჩაღი გოგო ხარ, ჯერ სკოლაში არ დადიხარ და თვლა რა კარგად გცოდნია.  შეგიძლია ხელი ასწიო? მუშტის შეკვრა შეგიძლია?

5 წლის ჰაზალი: ხელის აწევა არ შემიძლია ახლა

მაშველები და ექიმები: მოდი ვცადოთ აბა, ასწიე ხელი და მუშტი შეკარი. რა ლამაზი ხელები გაქვს და როგორი ყოჩაღი გოგო ხარ. შენი პატარა ფეხები უკვე ნელ-ნელა თბება. არ იმოძრაო. მკლავი გტკივა?

5 წლის ჰაზალი: არა, მკლავი არ მტკივა.

პ.ს 5 წლის ჰაზალი და მისი დედიკო ბეთული, 72 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ცოცხლები ამოიყვანეს", - წერს ბელა გომურაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა