"შვილო, რამე მითხარი, იყვირე“ - მამა ნანგრევებში მოყოლილ ოჯახის წევრებს ამოყვანას ცდილობს (ვიდეო)
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც სირიაში მამა ნანგრევებში მოყოლილ ოჯახის წევრებს ეძახის და შიშველი ხელებით ცდილობს ამოყვანას, თუმცა ხმას არავინ სცემს.
"შვილო, რამე მითხარი, იყვირე", - ამბობს კაცი ვიდეოში.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიას თურქეთსა და სირიაში 15 ატასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.