თეგებით ძიება

თურქეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქალაქ ისქენდერუნში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მ.შ. იოიოვეს გარდაცვლილი. ინფორმაცია TIA.GE-ს საქარტველოს საგარეო უწყებაში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით,ცხედარი პროზექტურაშია გადაყვანილი. 

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, თურქეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო ოპერაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიას თურქეთსა და სირიაში 21 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა