თოვლი, ქარბუქი, ნისლი - როდემდე შენარჩუნდება საქართველოში ცივი ამინდი?
17 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. 13 თებერვლიდან ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის საათებში და ქვეყნის მთიან რეგიონებში დღისითაც შენარჩუნდება ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა.
თბილისში 10 თებერვალს თოვლი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 11 თებერვლიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 თებერვლიდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურა (-2, -4), დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.