თეგებით ძიება
10. 02. 2023 მსოფლიო

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 22 000-ს გადააჭარბა.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარასკევს თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 18 991-მდე გაიზარდა. სირიაში სულ მცირე დაღუპულია 3 377 ადამიანი. 

ორივე ქვეყანაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამუშაოებს ართულებს ზამთრის ცუდი პირობებიც. 

საერთაშორისო ორგანიზაციები და ცალკეული ქვეყნები ცდილობენ დაზარალებული ქვეყნების დახმარებას. თურქეთში სამაშველო ჯგუფი და ტექნიკა გაგზავნა საქართველომაც.

შეგახსენებთ,  6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში.

მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

რამდენიმე საათში, თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა განმეორდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა