ჩემი ოჯახის 120 წევრი დაიღუპა - რას ამბობს კაცი თურქეთის დამანგრეველ მიწისძვრაზე?
თურქეთ-შოტლანდიის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, საჰინ ფირატის განცხადებით, მან 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ოჯახის 120 წევრი დაკარგა.
"დავკარგე მხოლოდ ჩემი ოჯახის 120 წევრი - ბიძაშვილები, მამიდები, ბიძები....დაიღუპნენნ ასევე ჩემი სოფლის სხვა მოსახლეები" , - განაცხადა ფირატმა BBC Radio-სთან საუბარში..
მისი თქმით, თურქეთში რთული ვითარებაა. მოსახლეობა თავშესაფრებისა და აკვების გარეშეა დარჩენილი.
"ქუცაში ატენებენ. თუ საწვავს იშოვიან, მაშინ მანქანაში სხდებიან, რათა გათბნენ, თუ არ წვიმს, მაშინ ისინი საკვებს ეძებენ და ქაღალდის ნაგლეჯებს, რათა ცეცხლი დაანთონ.
ამჟამად საჰინ ფირატი კოორდინაციას უწევს მიწისძვრით დაზარალებულთათვის შემოწირულობების მოზიდვას. აგროვებენ თბილ სამოსს, საკვებსა და ჰიგიენის საშუალებებს.
"მამიკო, მიყვარხარ! მე კარგად ვარ" - ნანგრევებიდან ამოყვანილი პატარა გოგო მამამისს ამხნევებს (ვიდეო)