ჩემი სახლი რომ არ მაქვს ესეც დანაშაულია ალბათ – ბადრი ესებუა
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებულმა, ბადრი ესებუამ, რომელიც სასამართლო სხდომას დისტანციურად ესწრებოდა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.
“არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან – „სკაიპით“. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს“, – განაცხადა ესებუამ.
ცნობისთვის, ბადრი ესებუა დღეს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო, რადგან ის ბათუმის ციხეშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.